365 დღე | 24/7
GE / EN

უსაფრთხოების სისტემები: რისკები, ტიპები და კრიტერიუმები

უსაფრთხოება
|
უსაფრთხოების სისტემები

მსოფლიოში, სამშენებლო ობიექტზე სიმაღლიდან ვარდნა სიკვდილიანობისა და მძიმე ტრავმების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. საქართველოშიც, სადაც მშენებლობა მაღალი რისკის დარგად ითვლება, თითოეული თავიდან აცილებული ვარდნა ნიშნავს — ერთით მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს.

სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლის დაცვაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოაჯირებს — უსაფრთხოების  დამცავ სისტემებს, ვარდნის პრევენციის ბარიერებს.

თბილისი

ეს არ არის მხოლოდ „ტექნიკური მოთხოვნა” ესაა სიცოცხლის დამცავი ინფრასტრუქტურა, კოლექტიური დაცვა ვარდნისგან : ფიზიკური ბარიერი, რომელიც უმნიშვნელოვანეს წერტილებში — კედლის, პლატის, გადახურვის ან ნებისმიერი ღია კიდის პერიმეტრზე მონტაჟდება. სწორი მოაჯირები, ყოველ პროექტზე მინიმუმ რამდენიმე პოტენციური ინციდენტის პრევენციას უზრუნველყოფს.

მოაჯირების ტიპები და რისკები

1. ხელნაკეთი, ხის პლანკები

ხშირად ობიექტებზე გვხვდება დროებით შეკრული ხის პლანკებისგან დამზადებული ბარიერები: პოსტებს შორის არათანაბარი შუალედებით, არასანდო ანკერირებით და დაბალი სიმტკიცით. ასეთი მოაჯირები მარტივად მონტაჟდება და გამოირჩევა დაბალი თვითღირებულებით. მსგავსი ბარიერი გვაძლევს ცრუ უსაფრთხოების განცდას, მაგრამ შესაძლოა ადამიანი საჭირო დროს ვერ დაიცვას.

2. ფოლადის ან ალუმინის მოაჯირები

ხესთან შედარებით მძლავრი და გამძლეა, მაგრამ საიმედოობა დამოკიდებულია სწორ ანკერირებაზე, პოსტებს შორის სწორი შუალედების დაცვაზე, ბორტის არსებობაზე და რეგულარულ ინსპექტირებაზე. არასათანადო მონტაჟმა ან უხარისხო კომპონენტებმა შეიძლება კვლავ შექმნას ჩავარდნის, დეფორმაციის ან ინსტრუმენტების/ნამსხვრევების ჩამოვარდნის რისკი.

3. ინჟინრულად დაგეგმილი, მიზნობრივი დაცვის სისტემები

ბათუმი

ქარხნულად დაპროექტებული და დატესტილი მოდულური სისტემები, რომლებიც აკმაყოფილებს ძალისა და გეომეტრიის მოთხოვნებს, მოიცავს:

  • ჩამკეტებს - ბოძი და ბადე ჩამკეტებით მყარად უკავშირდება ერთმანეთს

სისტემა სწრაფად მონტაჟდება და მარტივად მოწმდება. ამ კატეგორიაში ვარდნის რისკი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ამგვარი დაცვის სისტემებში სპეციალიზებულია შვედური ბრენდი Safety Respect-ი. მათი სლოგანი ,, ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს” მილიონობით ადამიანის ყოველდღიურობაში მართლდება.

  • Safety Respect-ის თითოეული კომპონენტი გათვლილია მძიმე სამშენებლო გარემოზე, რათა გაუძლოს რეალურ დატვირთვებს. აკმაყოფილებს EN 13374 ხარისხის სტანდარტს.

თბილისი

  • სისწრაფე და მოდულურობა: სისტემები განკუთვნილია სწრაფი მონტაჟისა და ტრანსპორტირებისთვის — გათვლილია მრავალჯერად გამოყენებაზე.
  • ადაპტურობა: მარტივად ერგება ბეტონის, ფოლადის, ხის კონსტრუქციებს, ბრტყელ და დახრილ ზედაპირებს, გრძელი შუალედების გაჭიმვას.

თბილისი

  • ინსტალაციის სტანდარტებთან შესაბამისობა და ინდივიდუალური მხარდაჭერა: საქართველოში Safety Respcet-ის პარტნიორი Georgian Concrete Club-ი უზრუნველყოფს სამშენებლო ობიექტზე ინჟინრის კონსულტაციასა და ინსტალაციის წესების სრული დაცვით წარმართვაში მხარდაჭერას.

თბილისი

ინჟინრულად წინასწარ დაპროექტებული მოდულების გამო, Safety Respect-ის სისტემა საშუალოდ კიდევ უფრო სწრაფად მონტაჟდება, ვიდრე ადგილზე აწყობილი, ხელნაკეთი ბარიერები. რეგულირებადი პოსტები, უნივერსალური სამაგრები და ბორტები თავიდან გვაცილებს კომპონენტების დაჭრისა და მორგების საჭიროებას და მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანური შეცდომა.

შვედური ინჟინერია მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა, საქართველოში კი გასული ზაფხულიდან დღემდე, Safety Respect-ი 50-მდე სამშენებლო ობიექტს იცავს.

თბილისი


30/Oct/2025